საქართველოს პარლამენტი

პრემიერი: აქეთ ვეხმარებით ევროპელებს, რომ სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვა არ მოხდეს

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი სანქციების საკითხებში კოორდინატორი, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ მანამდე გვქონდა დისტანციურ რეჟიმში საკმაოდ პროდუქტიული, ნაყოფიერი თანამშრომლობა, მათ ოფისებთან.  ჩვენ ომის დაწყების დღიდან დღემდე ასეთ რეჟიმში ვიყავით. ჩვენ სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე,წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. 

ჩვენი პოზიცია იყო ნათელი, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივინდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გაცვლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით. ჩვენი პოზიცია, ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ [ევროკომისიის სანქციების ჯგუფის] მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს ამ რისკებს. 

[...]ჩვენ კოლეგებს, პარტნიორებს, გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპულ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდნენ, მოემართებოდა, მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენ ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი. ჩვენ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული, ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენ მიმართ, რომ საქართველომ ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა, არც ერთი ფაქტი. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები