რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი შემდეგი ეტაპი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფრისთვის მაქსიმუმი გააკეთა. შეხვედრების დროს, მე ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება. უბრალოდ, ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს [...] მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს ჩვენი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც მე მათ ვუთხარი, არის შემდეგი: თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად თუნდაც რუსეთის ფედერაცია, ასევე, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირში ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში. მე ვფიქრობ, ეს არგუმენტი გაზიარებული და მოწონებული იქნება და წლის ბოლოს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველო-ევროკავშირი
პრემიერი სტატუსზე: თუ არ მოგვანიჭებენ, ეს EU-ს მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება
tbl.ge/6fd9
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს მთავრობაქართული ოცნებაირაკლი ღარიბაშვილიპრემიერმინისტრის წლიური ანგარიშისაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველო
ამავე თემაზე
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას




