ქართული ოცნება

ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანებამ ქართული ოცნება გარიცხა

ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანებამ (PES) ქართულ ოცნებას დამკვირვებლის სტატუსი ჩამოართვა და გაერთიანებიდან გარიცხა. გადაწყვეტილება თავმჯდომარეებმა ერთსულოვნად მიიღეს.

"პრეზიდიუმმა განიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გაიმეორეს წინა შეხვედრაზე გამოთქმული შეშფოთება ქართული ოცნების პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების საჯარო განცხადებების შესახებ.

პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებისგან შორსაა". – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.

11 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების დამკვირვებელი წევრის სტატუს ტოვებენ.

ევროპელი სოციალისტების გაერთიანებამ (PES) ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. პარტიის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს.

კომენტარები