ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი. როგორც ჩანს, ეს ვეტოების თემა და საქმე გამოელია და დარჩა უფუნქციოდ, აქტივობის გარეშე და ახლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწრო - რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ვნახეთ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა. ამიტომ, მეტი სიდინჯისა და პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ ყველას, ქალბატონ პრეზიდენტს მე რა უნდა ვურჩიო, მაგრამ უფრო უპრიანი იქნება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, შეხედოს მოვლენებს ობიექტურად, როგორც არის და არა ისე, როგორც უყურებს ვაი ანალიტიკოსი ან ვაი ექსპერტი, რომელიც, შედეგ აღმოჩნდება, რომ უხერხულობაში თავს. იმათ რიცხვში ნუ ჩაეწერება ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება.
tbl.ge/6fbd
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყების შემდეგ ზურაბიშვილმა პრემიერს საჯაროდ მოუწოდა, მოეწვია უშიშროების საბჭო.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




