ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი ოდიშარიაზე: ამ ჩმორმა ფეხები ვერავის ვერ მოჭამოს

ბექა ოდიშარია ვაჟკაცი როდის გახდა? ეს კაცი ფულის გამო ყველაფერს გაყიდის, სულს გაყიდის და ლაპარაკობს, იქ ვიღაცას ხელებს დავამტვრევო. უკაცრავად, ბოდიში საზოგადოებასთან, ამ ჩმორმა ფეხები ვერავის ვერ მოჭამოს. ან ირაკლი კობახიძეს რატომ უკვირს, პუტინისტს მეძახიანო. კაგებეშნიკის ოჯახშია გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი რუსეთუმე თუ ვინმე იყო, მამამისი იყო. ამ ოჯახში პროევროპული ლიდერი რატომ გაიზრდებოდა და პუტინისტი რატომ არ იქნებოდა? 

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას TV პირველის ეთერში.

"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს". – თქვა ოდიშარიამ.

კომენტარები