რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ქალაქ კრამატორსკში ხალხმრავალი რესტორანი დაბომბეს

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსების მიერ ნასროლი რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს მოხვდა.

კრამატორსკის საქალაქო საკრებულოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ასევე დაარტყეს მიმდებარე სოფელს.

ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებიან, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

მანამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ყველა ფრონტზე მიიწევს წინ.

კომენტარები