რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბო*ებო, ყველა მოკვდებით, სისხლიანო დამპყრობლებო" – უკრაინელი ჰაკერი რუსებს

უკრაინელი ჰაკერები შეიჭრნენ ონლაინ კონფერენციაზე, რომელშიც რუსეთის რკინიგზის მუშები და ოკუპირებული ადმინისტრაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის საქონლის ტრანზიტის "ერთ სატრანსპორტო დოკუმენტზე გადასვლის" საკითხთან დაკავშრებით იყო ორგანიზებული.

ვიდეოში ჩანს, რომ არაავტორიზებული ანგარიში შეხვედრაზე შეიჭრა და საუბარი დაიწყო.

"ძვირფასო კრინიგზის თანამშრომლებო, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის…"

ამის შემდეგ ხმა წყდება. რუსეთის კრინიგზის წარმომადგენელი ცდილობს გაიგოს, რატომ დაუშვა მოდერატორმა არაავტორიზებული პირის შეხვედრაზე შემოსვლა.

ვიდეოში ჩანს, რომ შემდეგ უკრაინელი ჰაკერი საუბარს აგრძელებს და რუს დამპყრობლებს მიმართავს.

"რაც შეეხება ამ საკითხს, პარტიზანებმა ყველა გზა დანაღმეს, თქვენ ახლა ბოლომდე მოგეტ*ნებათ, უკრაინის უშიშროების სამსახური დედას მოგიტ*ნავთ. თქვენ, ბო*ებო, ყველა მოკვდებით, სისხლიანო დამპყრობლებო." - ამბობს უკრაინელი ჰაკერი, რომელიც რუსი რკინიგზის წარმომადგენლების ონალაინ შეხვედრაზე არაავტორიზებული ანგარიშით შევიდა.

კომენტარები