ქართული ოცნება

წილოსანი: მამუკაც და ბექაც დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაგვიძახებს

"დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს" – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ენმ-ს დეპუტატ ანა წითლიძეს, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტიის წევრებს არა პრორუსები არამედ, რუსები უწოდა.

"ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე კრიტიკის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ, ნაციონალური მოძრაობის როგორი სახეც ხართ, იმ სახით". – თქვა წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

წითლიძე 26 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვებს გამოეხმაურა.

"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს". – თქვა ოდიშარიამ.

კომენტარები