გერმანია-ლიტვა

ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია ლიტვაში ჯარების მუდმივად განთავსებისთვის მზადაა

REUTERS/File Photo

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია ჯარების ლიტვაში მუდმივად განთავსებისთვის მზადაა

მისი თქმით, ბერლინი მზად არის, 4 000-კაციანი არმიის ბრიგადა მუდმივად განათავსოს ლიტვაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ NATO-ს თავდაცვის გეგმასთან კოორდინირებულად.

"გერმანია ინარჩუნებს თავის ვალდებულებას, როგორც NATO-ს წევრის, როგორც ევროპის უდიდეს ეკონომიკის მქონე ქვეყნის, იბრძოლოს აღმოსავლეთის ფლანგის დასცავად". - თქვა პისტორიუსმა 26 ივნისს ვილნიუსში ვიზიტის დროს, თუმცა მას ვადებზე არ უსაუბრია.

ამასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის თქმით, წინაპირობად საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბრიგადა ეტაპობრივად გაიზრდება ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთანავე" თქვა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ასეთი განლაგება "რამდენიმე თვეში" ვერ დასრულდება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განლაგება უნდა შეესაბამებოდეს NATO-ს რეგიონულ გეგმებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.

კომენტარები