ტაკერ კარლსონი

FOX NEWS-მა ტაკერ კარლსონის ჩამნაცვლებლად ჯესი უოტერსი დაასახელა

RICHARD DREW/ASSOCIATED PRESS

FOX NEWS-მა ტაკერ კარლსონის ჩამნაცვლებლად ჯესი უოტერსი დაასახელა

ამერიკული ტელეკომპანია FOX NEWS-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წამყვანმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა, ტაკერ კარლსონმა ტელეკომპანია 24 აპრილს დატოვა

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები, მათ შორის, Fox News-ის ეთერში, Dominion-ს არჩევნების შედეგების შეცვლასა და მის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

ამასთან, Dominion-ის ადვოკატები სასამართლო დოკუმენტებში ციტირებდნენ კარლსონის სიტყვებს და აღნიშნავდნენ, რომ მისი გადაცემა ცილისმწამებლურ გზავნილებს შეიცავდა.

27 მარტი-2 აპრილის მონაცემებით, კარლსონის შოუ აშშ-ში რიგით მეორე ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემა იყო. 


"ვერ გექნებათ თავისუფალი საზოგადოება, თუ ადამიანებს არ აქვთ უფლება თქვან ის, რაც მათ სიმართლე ჰგონია". - ამბობს ტაკერ კარლსონი, რომელიც Fox News-იდან გაათავისუფლეს და ახალი ვიდეოთი Twitter-ზე ახალი გადაცემის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ილონ მასკის თქმით, Twitter-ს არ გაუფორმებია შეთანხმება კარლსონთან, რომელიც იმავე წესებს დაექვემდებარება, რომელსაც სხვა "კონტენტის შემქმნელები".

ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში კარლსონი ამბობდა, რომ თავის შოუს განაახლებს და Twitter-ზე გამოჩნდება გზავნილით - "ჩვენ დავბრუნდით".

"Twitter არ არის პარტიული საიტი, ყველას აძლევს სივრცეს და ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგია". - ამბობს კარლსონი.

Wall Street Journal-მა, რომელიც  Fox News-თან ერთად ეკუთვნის News Corp-ს, გასულ თვეში დაწერა, რომ ტაკერ კარლსონის კონტრაქტი წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იყო და იგი 2025 წლამდე გრძელდებოდა. 

კომენტარები