რიკოთის უღელტეხილი

ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მიწა ჩამოიშალა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა (ვიდეო)

გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. მიწა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) რამდენიმე ადგილზე ჩამოიშალა.

"ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა" - აცხადებს დეპარტამენტი.

კომენტარები