რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

12 წლის ბახმუტელ ბიჭს დაბომბვის შედეგად ინფარქტი დაემართა

12 წლის ბახმუტელი ბიჭი, მიხაილო ბაიევი უკვე 3 თვეა ლვოვში სამედიცინო დახმარებას იღებს მას შემდეგ, რაც რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სახეზე და კისერზე ათობით ჭრილობა მიიღო და ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაცია ავრცელებს.

დაახლოებით სამი თვის წინ, მიხაილო და მისი მამა გარეთ იყვნენ, როდესაც სახლის ეზოში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მამა სასიკვდილოდ დაიჭრა, მიხაილო კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაკეტის ნამსხვრევები ბიჭს თავში და კისერში ჰქონდა ჩარჩენილი. ერთ-ერთმა ნამსხვრევმა ტვინში სისხლის მიწოდება შეაეჩერა და 12 წლის ბიჭს გულის შეტევა დაემართა.

დაბომბვის დროს მიხაილომ დაკარგა მამა, რომელმაც ის და მისი ძმა დამოუკიდებლად გაზარდა. ამასთან, მან უკვე მეორედ დაკარგა სახლი.

კომენტარები