ხელოვნური ინტელექტი

ბაიდენი დარგის ლიდერებთან ერთად AI-ს შესახებ ფორუმს გამართავს

AP Photo/Susan Walsh

20 ივნისს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელოვნური ინტელექტის (AI) განსახილველად დარგის ლიდერებს ფორუმზე მიიწვევს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ასევე მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის დასაცავად AI-ს სწრაფად განვითარებადი სფეროს დარეგულირების გზებს ეძებს.

ChatGPT-ისა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების უეცარმა განვითარებამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების რაოდენობა გაზარდა. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ინსტრუმენტებს ადამიანის შექმნილის მსგავსი ტექსტის, მუსიკის, ფოტოებისა და კომპიუტერული კოდის გენერირება შეუძლიათ.

ასეთ ტექნოლოგიებს დასაქმებულების პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად ბევრი ზიანის მოტანაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად რეგულაციების შემოღებაში კერძო კომპანიების შესაბამისი ჩართულობა სურს.

ბაიდენისა და დარგის ექსპერტების შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართება, სადაც ამერიკის პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნების კამპანიისთვის ფულის მოსაგროვებლადაა ჩასული.

კომენტარები