ესტონეთი

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. კანონმდებლობას 101 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. მომხრეთა შორის ძირითადად მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები არიან. 

"ბოლო 30 წლის მანძილზე ბევრად განვვითარდით, მას შემდეგ, რაც გავითავისუფლეთ თავი საბჭოთა ოკუპაციისგან. ჩვენ თანაბარნი ვართ ერთიანი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის". – ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი მარია კალასი Reuters-თან. 

ახალი კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა.

ადამიანთა უფლებების ცენტრის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ესტონეთის მოსახლეობის 53% მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას. ათი წლის წინ მას მოსახლეობის მხოლოდ 34% უჭერდა მხარს. 

კომენტარები