სერბეთი

სერბი მომიტინგეები ავტოკრატი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

პროტესტის მე-7 კვირას სერბებმა პატიმრის შავ-თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი მთავრობის წევრების ფიგურები აღმართეს. სერბეთში მოქალაქეები მაისის დასაწყისში მომხდარ ორ მასობრივ სროლას აპროტესტებენ და პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.

დედაქალაქ ბელგრადში ათიათასობით დემონსტრანტმა გადაკეტა მთავარი გზატკეცილი 3 და 4 მაისს მომხდარი მასობრივი სროლის გამო, რის შედეგადაც  18 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მსხვერპლს შორის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. 

“გადადგეს ვუჩიჩი" - სკანდირებდა ბრბო ბელგრადში. ოპოზიცია ვუჩიჩს 11 წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებს ბრალს. დემონსტრანტები პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის გადაdგომასაც ითხოვენ.

მომიტინგეები  უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომის გარდა, ძალადობის წამახალისებელი პროსახელისუფლებო ტელევიზიებისთვის ეროვნული მაუწყებლობის უფლებების გაუქმებას ითხოვენ.

კომენტარები