რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი პილოტები შვედურ JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს გაივლიან

Ryan Fletcher / Shutterstock.com

შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელი პილოტები JAS 39 Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნებს გაივლიან

არსებული ინფორმაციით, წვრთნებს შვედეთის შეიარაღებული ძალები გაუძღვებიან. მათი მოვალეობა იქნება უკრაინელ პილოტებს JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები გააცნონ. 

ამასთან, Европейская правда-ს ცნობით, შვედეთის მთავრობა მზად არის უკრაინასთან ახლოს, მაგალითად პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობისთვის ლოჯისტიკური და ტექნიკური ცენტრების მობილიზაციაში 60-მდე შვედი სამხედრო ჩართოს. აღნიშნულ ცენტრებში დაზიანებული ტექნიკის შეკეთება იქნება შესაძლებელი. 

"ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვითი ტექნიკა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით, გამოიყენონ და ოპერატიულ მიზანს მიაღწიონ". - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა. 

კომენტარები