რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინელი პილოტების ავიაგამანადგურებლებზე წვრთნების შესახებ გარანტიები მივიღე

Boris Roessler/dpa/picture alliance/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, მან ბრიუსელში მოკავშირეებისგან უკრაინელი პილოტების დასავლურ ავიაგამანადგურებლებზე წვრთნების დაწყების შესახებ გარანტიები მიიღო. ამის შესახებ რეზნიკოვმა რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები მოვისმინე ე.წ. ავიაგამანადგურლების კოალიციის შესახებ. დღეს ჩვენ მივიღეთ გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან, რომ წვრთნები დაიწყება და იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთად ავაგებთ ამ ავიაგამანადგურებლების კონსორციუმის კონსტრუქციას". - თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ წვრთნები საწყის ეტაპზე F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე დაიწყება და ამ წვრთნების პროცესს ნიდერლანდები და დანია უმასპინძლებენ. მომდევნო ეტაპებზე კი მათ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

"კარგი სიახლეები მოვისმინეთ შვედი პარტნიორებისგან იმის შესახებ, რომ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების მათთან შემოწმების საშუალება გვექნება.

როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ტანკების კოალიცია, საჰაერო თავდაცვის კოალიცია, საარტილერიო ოჯახი, სარაკეტო სისტემების ოჯახი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ, გვექნება ავიაგამანადგურლების კოალიციაც. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალები მომავალშიც დარჩებიან ევროპისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ფარად". - თქვა რეზნიკოვმა.

კომენტარები