ოჯახური ძალადობა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რენატა ბეგიაშვილი / Facebook

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000-ლარიანი გიორაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბეგიაშვილმა ქმრის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა. პოსტის შემდეგ მალევე შალვა იაშვილმა Facebook-ის საშუალებით ბრალდება უარყო, თუმცა მისი ანგარიში წაიშალა.

შალვა იაშვილი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 აპრილს მიუსაჯა. იაშვილი ამტკიცებდა, რომ ძალადობის მსხვეროლი თავად იყო. ამასთან, ეჭვმიანილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბეგიაშვილი შემთხვევის დროს "ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ" იმყოფებოდა და "არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას".

კომენტარები