რუსული ოკუპაცია

სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურვალეთის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

უწყების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

"საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

კომენტარები