რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუგინი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და გენოციდისკენ მოწოდებაში

პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფასა და გენოციდისკენ საჯარო მოწოდებებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილი საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს და ავრცელებდა მასალას, რომლებშიც იყო მოწოდებები არსებული წესრიგისა და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ცვლილებისკენ და აღვივებდა ეროვნულ შუღლს. ის ასევე ავრცელებდა უკრაინელი ერის გენოციდისკენ საჯარო მოწოდებების შემცველ მასალას". – წერია განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, 2022 წლის მაისიდან მოყოლებული დუგინი ქმნიდა და ავრცელებდა პუბლიკაციებს რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში, რომელშიც ის მთელი უკრაინის "გათავისუფლების" მოწოდებებს აკეთებდა და ახალისებდა ომის ესკალაციას. ამავდროულად, პუტინისტი პროპაგანდისტი მოუწოდებდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის მოსახლეობის განადგურებისკენ, უკრაინული ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე სარაკეთო იერიშების მიტანით.

კომენტარები