მკვლელობა

თურქეთში ქმრის მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ქართველი ქალი ქმრის, 47 წლის აბდულა ავჯის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ერზურუმის პროვინციაში მოხდა. გარდაცვლილი საქათმის წინ იპოვეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, კაცი ცოლმა კისრის არეში ნაჯახის ჩარტყმით მოკლა. 

გამოძიების ფარგლებში დააკავეს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილისა და გარდაცვლილის მეგობარია. ორივე მათგანი დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. 

კომენტარები