ქართული ოცნება

მათიკაშვილი: პროფესორი ირაკლი კობახიძე მრავალი წელია მრავალი თაობის აღმზრდელია თსუ-ში

"მინდა გამოვეხმაურო იმ ყოვლად სამარცხვინო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორიოდე დღის წინ. ბოლშევიზმისა და ულტრალიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში ირაკლი კობახიძესთან უღირსი მოქცევა სცადა კრებსითმა ფრანკლინიკის კლუბმა. იმ კლუბმა, რომელიც შეგნებულად ან უვიცობით ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან დამწერლობას და ანბანს, ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს. 

სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზაარეული ახალგაზრდა ბრმა იდეოლოგიით იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალობის მეხოტბეების მიერ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი ბუნების თვითლუსტრაციაა, არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება იმისთვის, რომ რადიკალიზმის ბოროტ სულისკვეთებაში კარგად გაერკვეს, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით ცდილობს აკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზაციას.

[...] ერთი რამ მაინც უნდა ითქვას ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდების გასაგონად. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. პროფესორი ირაკლი კობახიძე უკვე მრავალი წელია მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ნაშრომი, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება." 

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დავით მათიკაშვილი პლენარულ სხდომაზე. 10 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. 

კომენტარები