პენტაგონმა უკრაინის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
ახალი დახმარების ფარგლებში უკრაინა აშშ-სგან დამატებით Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის 15 ერთეულსა და 10 ცალ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს.
ამას გარდა, დახმარების პაკეტში შედის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები Stinger-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, HIMARS-ების საბრძოლო მასალები, 155-მმ-იანი და 105-მმ-იანი ჭურვები, ჯაველინები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები.
აღსანიშნავია, რომ აშშ ახალი პაკეტით უკრაინას გადასცემს თითქმის იმდენივე Bradley-ის, რამდენიც, CNN-ის ცნობით, კიევმა კონტრიერიშის დაწყების დროს დაკარგა.
CNN-ი წერდა, რომ უკრაინამ კონტრიერიშის დაწყებისას დაკარგა 16 Bradley, რომელთა ნაწილიც განადგურებულია, დაზიანებულია ან მიტოვებულია. ეს კიევის მიერ მიღებული მთლიანი რაოდენობის, Bradley-ის 109 ერთეულის, თითქმის 15% არის.
ივნისის დასაწყისში უკრაინამ ახალი კონტრიერიში წამოიწყო. მათმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე პატარა დასახლება. კონტრიერიში გრძელდება.