რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების მიერ ეკლესიის დაბომბვის შედეგად 72 წლის მღვდელი დაიღუპა – ერმაკი

13 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელ ბილოზერკაში ეკლესიის ტერიტორია დაბომბეს, რის შედეგადაც 72 წლის მღვდელი დაიღუპა და 76 წლის ქალი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

რეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედანი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

კომენტარები