ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის. იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ხშირად ხდება ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც ობიექტურ გარემოებებს რეალურად არ ეფუძნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ისინი კონკრეტულ გარემოებებს არ ეფუძნება და სრულიად უსამართლოა. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთი მხრივ ითხოვს ორი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მეორე მხრივ, ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ბუნებრივია, ასეთ რეზოლუციებს ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ჩვენთვის გამსაზღვრელია 12 პუნქტი და ის კანონები, რომელიც მისაღები იყო. ჩვენ რეფორმები ყველა მიმართულებით განვახორციელეთ და ივნისის ბოლომდე მუშაობა სრულდება. აქედან გამომდინარე, არა მარტო ნება არის, არამედ, ეს ნება სათანადო ქმედებებშია გამოხატული.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: ჩვენთვის განმსაზღვრელი არაა ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც ჩალის ფასი აქვს
tbl.ge/6ek1
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა გაავრცელა განცხადება, სადაც შეჯამებულია საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის (PAC)-ის ბოლო შეხვედრა. კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შეასრულონ ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარია დამოუკიდებელ სასამართლოზე, დეოლიგარქიზაციაზე, მედიის თავისუფლებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვასა და დეპოლარიზაციაზე.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძესაქართველო-ევროკავშირიმარინა კალიურანდიევროპარლამენტიევროპარლამენტის რეზოლუციაევროკავშირი-საქართველო
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




