რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს 7 დასახლება გავათავისუფლეთ – მალიარი

უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის Leopard 2A4
სოციალური მედია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს დონეცკისა და ტავრის რაიონებში უკრაინელებმა 7 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ იგი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს

მალიარმა დასძინა, რომ შეტევითი ჯგუფის ჯარებმა წინსვლა 6.5 კილომეტრზე მოახერხეს, ხოლო მისივე თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 90 კვადრატული მეტრია.

12 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს ნოვოდარივკას გათავისუფლების შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონში, ასევე სტოროჟევოსა და ნესკუჩნის გათავისუფლების შესახებ დონეცკის ოლქში.

11 ივნისს კი უკრაინამ დონეცკის რეგიონში ბლაგოდატნისა და მაკარივკას გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება.

უკრაინელების საზაფხულო კონტრშეტევა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები