რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ვხედავთ

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, დღეს კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების სუსტი საფუძველიც კი არ არსებობს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

"დღეს შეთანხმების წინაპირობები არ არსებობს. უფრო მეტიც, დღეს არ არსებობს რაიმე დიალოგის მიღწევის საფუძველი - თუნდაც სუსტი. ჩვენ ვხედავთ: 1. რეჟიმის მხრიდან სურვილის არქონას; 2. მოუმზადებლობას; 3. რეჟიმისთვის ნებართვაზე უარის თქმას პარტნიორებს მხრიდან. ამის თქმა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე შეგვიძლია". - თქვა პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, "ამის გათვალისწინებით, ახლა მოლაპარაკების წინაპირობები არ არსებობს".

პესკოვმა აქამდე აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც გამორიცხავს NATO-ს გაფართოებას ქვეყნის საზღვრებზე და უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება NATO-ში უკრაინის პოტენციური წევრობის შესახებ მიანიშნებს კიევის "მოუმზადებლობას, სურვილის არქონასა და უუნარობას", არსებული პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრას

კომენტარები