მეცნიერებათა აკადემია

რამიშვილი ყორშიაზე: არასდროს გამიკეთებია, რასაც ეს კუტა ბიჭი აკეთებს – აკრძალული მეთოდია

"რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია" – ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი და სამთავრობო პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი როინ მეტრეველის შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს.

"როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს @@@ კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია... გარანტია რომ აქვს!

P.S. მე არ მქონდა ეგ გარანტიები მიშას დროს". – წერს რამიშვილი.

11 ივნისს მთავარი არხის  ეთერში ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მედია პრანკი იყო – იგი გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა და არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ "ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს.

როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად 7 ივნისს აირჩიეს.

კომენტარები