დიდი ბრიტანეთი

დასიცხულმა ჯარისკაცებმა ლონდონში გამართულ სამხედრო აღლუმზე გონება დაკარგეს

ლონდონში სამხედრო აღლუმზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართა, სულ მცირე, 3-მა ბრიტანელმა ჯარისკაცმა სიცხისგან გონება დაკარგა. ცერემონიაზე ჯარისკაცები პრინც უილიამს სამხედრო წესით უნდა მისალმებოდნენ. პროცესში 1400-ზე მეტი სამხედრო იღებდა მონაწილეობას. 

აღლუმის მიმდინარეობისას ტემპერატურამ 30º-ს მიაღწია. შალის ტუნიკებსა და დათვის ტყავის ქუდებში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა სიცხეს ვეღარ გაუძლეს და ბევრი მათგანი ცუდად გახდა. 

ღონისძიება ყოველწლიური სამხედრო აღლუმის რეპეტიცია იყო, რომელიც ივნისში მონარქის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნად ტარდება. 17 ივნისს აღლუმს მეფე ჩარლზ III ჩაუდგება სათავეში. 

ცერემონიის შემდეგ პრინცმა უილიამმა Twitter-ზე დაწერა:

"დიდი მადლობა ყველა ჯარისკაცს, რომელმაც დღეს დილით, სიცხეში ცერემონიას ესწრებოდა. მძიმე პირობები იყო, მაგრამ თქვენ ყველამ შესანიშნავად გაართვით თავი". 

კომენტარები