თურქეთი

ანკარის ასაფეთქებლებისა და რაკეტების საწარმოში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ასაფეთქებლებისა და რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად საწარმოს 5 თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა 10 ივნისის დილით მოხდა. ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება ქარხანაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. 

ანკარის გუბერნატორის ცნობით, შენობაში დაზარალებული პირები აღარ იმყოფებიან. ქარხანა სრულად ევაკუირებულია. 

კომენტარები