რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბახმუტის ფრონტზე 1400 მეტრამდე წინსვლა შევძელით – უკრაინა

ბახმუტი, უკრაინა. 2023 წლის 28 მაისი
Reuters/voanews

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერის, პოლკოვნიკი სერგიი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ივნისის დღის განმავლობაში ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა ნაწილში 1400 მეტრამდე წინსვლა შეძლეს. ამის შესახებ ჩერევატიმ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების დროს ისაუბრა.

”"სულ [ერთ დღეში] მოხდა ექვსი საბრძოლო შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მოკლეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს" - ამბობს ჩერევატი.

მისივე თქმით, რუსები თავდაცვას აძლიერებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ.

"სტრატეგიული რეზერვების გამოყენება უკრაინის კონტრშეტევის დაწყებაზე მიგვანიშნებს". - აღნიშნა პუტინმა. მანვე დასძინა, რომ ამ დრომდე უკრაინის სამხედრო ძალებს წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 

მალიარმა გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები წარწერით - "დაიწყო". წარწერას თან ახლავს უკრაინისთვის მიწოდებული ტანკებისა და თვითმფრინავების ფოტოები. კონტრშეტევაზე არსებულ განხილვას კი მოჰყვება სიტყვები - "გეგმებს სიჩუმე უყვარს".

კომენტარები