საქართველო-ევროკავშირი

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოცლს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს "12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო" და ასევე თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

"შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებული კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის". - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობა ასევე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლაფ შოლცს მხარდაჭერისთვის.

"მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები".

კომენტარები