ევროკავშირი-საქართველო

ოლეკასი: პოლარიზაციის მოგვარების მაგალითი შესაძლოა სააკაშვილის გათავისუფლება იყოს

ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში არ არის აღქმა, რომ საქართველომ რეალური ცვლილებები გაატარა ამ პუნქტების შესასრულებლად.

"აქ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ვართ და ჩვენ ყველა წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოსა და მის მოქალაქეებს.  როდესაც ვხედავთ, თუ რა გააკეთა საქართველომ ამ წიგნში, ეს კარგი წიგნია, გილოცავთ, მაგრამ ეს ცოტა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. არამხოლოდ ვისაუბროთ იმაზე რასაც მიაღწიეთ, არამედ განვიხილოთ პრობლემები, როგორ შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. ჩვენ ევროპარლამენტში ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს პოზიციას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თქვენ მხოლოდ ბიუროკრატიულად არ უნდა თქვათ, რომ ორგანიზებული იყო კომისიის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიგრძენით აღქმა, რეალური ცვლილებები ამ სიტუაციაში". – ამბობს ოლეკასი.

ევროპარლამენტარის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა და მმართველმა გუნდი უნდა შეეცადოს ეს საკითხი მოაგვაროს. ამის ერთ-ერთ შესაძლო მაგალითად ოლეკასმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელა. 

პოლარიზაცია ძალიან ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და თქვენ, მმართველმა პარტიამ და მმართველმა უმრავლესობამ, უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება. ერთი მაგალითი შესაძლოა, იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება. ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პატიმრისთვის კარგ შესაძლებლობებზე, არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას". – თქვა ოლეკასმა. 

კომენტარები