კახოვკის ჰიდროელექტროსადგური

ლუკაშენკო: კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა. ამის შესახებ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს ვერსიით, ჰესის აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებელი დაწყების გადაფარვა გახდა.

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა და 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამიტომ – კახოვკა. კახოვკის შედეგად ამის [დანაკარგების] შესახებ არავინ საუბრობს.

თქვენ ხედავთ როგორი აკურატული, ფრთხილი პოზიცია დაიჭირა აშშ-მ, ეს აღნიშვნის ღირსია. მათ თავიდანვე თქვეს: "ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ეს, უნდა გავარკვიოთ". დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე?". - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები