კახოვკის ჰიდროელექტროსადგური

დენის შმიგალი: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშაა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, კახოვკის ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე ემუქრება.

"ამ ღამით რუსმა ჯარებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროებაა. უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მოიწვია. შემდეგ გავმართავთ საწვავის, ენერგეტიკისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომისიის სხდომას". - განაცხადა მან.

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ 700 ადამიანის ევაკუირება მოხერხდა

მან ასევე დასძინა, რომ ახლა ხელისუფლება დატბორილი ტერიტორიებიდან მაცხოვრებლების ევაკუაციას ახდენს.

"კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ჩვენი ქვეყნის სამხრეთისთვის ეკოლოგიური კატასტროფაა.

მსოფლიოს ამაზე დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეს რეაგირება. მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა შემდგომი კატასტროფა თავიდან იყოს აცილებული". - თქვა შმიგალმა.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.

არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები