სანქციების თავიდან არიდება

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციების არიდების პრობლემას იწვევს – POLITICO

ბრიტანული გამოცემა Politico-ს სტატიაში წერია, რომ აშშ-მ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. გამოცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლას ეყრდნობა.

"აშშ-მ გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი". - წერია Politico-ს სტატიაში.

რიგირც გამოცემა აღნიშნავს, ო'ბრაიენის განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ ევროპული კომპანიები მასალებს სხვა ქვეყნებს ყიდიან, შემდეგ კი ეს ქვეყნები ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.

"ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის სჭირდება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო". - აღნიშნა ო'ბრაიენმა.

კომენტარები