იაპონია-ჩინეთი

ჩინეთის სამხედრო ხომალდი იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

მას შემდეგ, რაც ჩინეთის საზღვაო ძალების კუთვნილი გემი იაკუშიმას კუნძულთან ახლოს იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, იაპონიამ "ძლიერი შეშფოთება" გამოხატა და ჩინეთის წინააღმდეგ პროტესტი გამოაცხადა.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო გემის გარდა სენკაკუს კუნძულების მახლობლად, რომელსაც ჩინეთი ტიაოიუს კუნძულებს უწოდებს, იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ჩინეთის სანაპირო დაცვის ორი გემი შევიდა და იაპონურ სათევზაო გემთან მიახლოება სცადა.

კომენტარები