გორი

შსს: გორში კაცმა ეკლესია გაქურდა, დაკავების შემდეგ კი კიდევ 4-ის გაქურდვის ფაქტი აღიარა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ეკლესიის გაქურდვის გამო 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. დააკავეს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.  

უწყების ცნობით, მან კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. 

დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა, ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს. პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები