რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინელი სამხედროები ნიდერლანდურ ჯავშანტრანსპორტიორზე 
 Genya Savilov, AFP  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის აღმოსავლეთით მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რომელიც რუსმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში წამოწყებულ შეტევაში მონაწილეობდნენ უკრაინული ჯარები, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ჯავშანტექნიკა.

"მტრის მიზანი ჩვენი დაცვის ხაზის გარღვევა იყო ფრონტის იმ ზონაში, რომელსაც ისინი ყველაზე დაუცველად თვლიდნენ. მტერმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია და წარუმატებელი აღმოჩნდა". - თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

კონაშენკოვის ინფორმაციით, დაიღუპა 250 უკრაინელი სამხედრო, განადგურდა 16 უკრაინული ტანკი, 3 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანტრანსპორტიორი. 

უკრაინელი მაღალჩინოსნები კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ცნობებს არ ავრცელებენ. 

კომენტარები