ყირგიზეთი

მედია: ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

კადრი ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოდან

მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთში, ბიშკეკში ტარდება ძალადობრივი მეთოდებით სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ეჭვმიტანილების მასობრივი დაკავების ოპერაციები. 

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის ყირგიზული სამსახური, აზატიკი ძალოვანი სტრუქტურების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა უკვე დაახლოებით 10 პირი დააკავა.

ყირგიზეთის სპეცსამსახურები ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს როგორ ატარებენ სამართალდამცველები სპეცოპერაციებს.

ამ დრომდე არაა ცნობილი დაკავებულთა ვინაობა.

კომენტარები