ქართული ოცნება

"გარჭობა უნდა მაგათაც" – ბოჟაძე ოპოზიციაზე სამხარაძის პოსტს ეთანხმება

"გარჭობა უნდა მაგათაც" – ასე დაეთანხმა თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის Facebook პოსტს ოპოზიციაზე.

დიმიტრი სამხარაძემ ოპოზიცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო "რყევების" გამოწვევაში დაადანაშაულა და დაწერა – "გაგარჭობთ გირჩარა ჯაფარიძეში".

"ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება გამიზნულია, გამოიწვიონ ქვეყანაში რყევები, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ! რადგან საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ილოცეთ მანქურთო უსამშობლო აგენტებო, საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, თუ არა, ე.ი. ვალდებულებაც არავისთან ექნება ქართველ ერს და მერე ნახავთ, რას ნიშნავს 100%-ით გინების შესრულება! გაგარჭობთ გირჩარა ჯაფარიძეში და მერე გირჩარა ჯაფარიძეს გაგარჭობთ თქვენ! სათითაოდ აღგწერთ, ვერ გაგვასწრებთ ვერცერთი ვერსად!" – დაწერა სამხარაძემ.

 

კომენტარები