აშშ

ბაიდენმა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სესხის ლიმიტზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

3 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ქვეყნის 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აირიდოს. 

"ამ კანონპროექტის მიღებას, რომელიც ბიუჯეტს ეხება, კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. დასაკარგი ამაზე მეტი არასდროს გვქონია... თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევდით, პირველად ბოლო 247 წლის განმავლობაში, ამერიკას დეფოლტი ემუქრებოდა". - აღნიშნა ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში. 

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატამ, მკაცრი კონსერვატორების წინააღმდეგობის მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აირიდოს. 

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა პალატამ, 314-117-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტის გაგზავნას სენატში.

ამის შემდგომ, გუშინ კონგრესმა დაამტკიცა შეთანხმება ქვეყნის 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ. 

კანონპროექტს ორპარტიული - 63-36-ის წინააღმდეგ, მხარდაჭერა ჰქონდა. 

პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა პროცესის ბოლო ნაბიჯია. მისი ხელმოწერა აშშ-ს დეფოლტისგან დაიცავს. 

შეთანხმების დამტკიცების მიღწევა 5 ივნისამდე იყო აუცილებელი, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, 5 ივნისიდან აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებდა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდიდა ან არ შეაჩერებდა აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრებოდა. 

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვდნენ.

კომენტარები