რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის - მთავარია, რუსეთმა ის დაინახოს და იგრძნოს

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალან კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა კონტრშეტევა დაინახოს და იგრძნოს.

"ეს ფილმი არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით იმ ჯარებმა, რომლებსაც ჩვენი ტერიტორია აქვთ ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ის დაიწყება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ხდება". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, ომის გამო უკრაინა ჯერ ვერ გახდება NATO-ს წევრი. ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთოების გარანტიებში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი იმოქმედებს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებამდე.

კომენტარები