აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

ბაიდენი კიდევ ერთხელ დაეცა, ამჯერად – საჰაერო ძალების აკადემიაში

AP Photo/Andrew Harnik

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საჰაერო ძალების აკადემიის დასრულების ღონისძიებაზე წაბარბაცდა და დაეცა

ბაიდენი კოლორადოში კურსდამთავრებულელებს მიესალმა და სირბილით საკუთარი ადგილისკენ დაბრუნებას ცდილობდა, როცა დაეცა. მას დაეხმარა საჰაერო ძალების ოფიცერი და აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ორი წევრი.

"მე ქვიშის ტომარაში ჩავდექი". - იხუმრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში დაბრუნებისას. 

სცენაზე ორი პატარა შავი ქვიშის ტომარა სუფლიორის გასამაგრებლად იყო. ამ უკანასკნელს კი ბაიდენი და სხვა გამომსვლელები სიტყვის წასაკითხად იყენებდნენ. 

ბაიდენი ორჯერ დეცა აეროპორტის კიბეებზე ასვლისას და Air Force One-ში ჩაჯდომისას: ერთხელ 2021 წელს თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე თვეში და მეორედ - ამ წლის დასაწყისში ვარშავაში გამგზავრებისას

აშშ-ს ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 80 წლის ასაკში მეორე ვადისთვის ბრძოლას აპირებს და საკუთარ ასაკზე თავადაც ხუმრობს. 

პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ყოფილი პრესმდივანი, რომელიც ჩართული იყო ბაიდენის 2020 წლის კამპანიაში, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი "აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს - იქცევა ისე, როგორც იქცეოდა რონალდ რეიგანი". მისი განმარტებით, ის თავად აჟღერებს იმას, რაც ყველამ იცის, თუმცა საუბარს ერიდებიან. 

"ჩემი 280-წლიანი კარიერა" – ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ხუმრობს

ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა შესაძლოა, ასევე ასაკით ხნიერ - 76 წლის დონალდ ტრამპთან მოუწიოს. თუმცა, გამოკითხვებით, ამომრჩევლები ნაკლებად შეშფოთებულები არიან ტრამპის ასაკისა და გონებრივი შესაძლებლობების მიმართ.

სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ, რომელმაც უკვე ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, ასაკოვანი პოლიტიკოსების გონებრივი შესაძლებლობების შემოწმებაც კი მოითხოვა. მისი თქმით, ბაიდენმა შესაძლოა მეორე ვადის დასრულებამდეც ვერ მიაღწიოს. 

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში კაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

"საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა

აპრილის ბოლოს ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია. 

ბოლო გამოკითხვებში, ბაიდენის სავარაუდო კონკურენტების - რესპუბლიკელი კანდიდატების - დონალდ ტრამპისა და რონ დესანტის რეიტინგი თითქმის თანაბარია.

კომენტარები