აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

"ჩემი 280-წლიანი კარიერა" – ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ხუმრობს

Carolyn Kaster/AP Photo

აშშ-ს ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 80 წლის ასაკში მეორე ვადისთვის ბრძოლას აპირებს და, როგორც ჩანს, ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მისი ასაკი არა თუ პრობლემა, არამედ, პირიქით - უპირატესობაა

"მე ვდგავარ აქ პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა პატივი, ესაუბრა ებენზერთან. ის 136 წელია, რაც ჩვენთანაა. შესაძლოა ჩემზეც იმავეს ფიქრობთ, მაგრამ არ არის ასე". - თქვა ბაიდენმა ატლანტის იმ ტაძარში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მარტინ ლუთერ კინგი მსახურობდა. 

ხოლო გასულ თვეს ირლანდიურ პარლამენტთან მიმართვისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მომავალს იმედიანად უყურებს. “და მე კარიერის ბოლოში ვარ და არა დასაწყისში” - შენიშნა იქვე პრეზიდენტმა. 

"ამდენი წლის შემდეგ - ხედავთ, რამდენი წლისაც ვარ, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კარიერას მივცე, ცოტაოდენი სიბრძნეა. მე ამ სამსახურისთვის მაქვს ყველა სხვა ყოფილ პრეზიდენტზე მეტი გამოცდილება. ეს არ მაქცევს არც უკეთეს და არც უარეს პრეზიდენტად, ეს, უბრალოდ, რამდენიმე უპირატესობას მაძლევს". - თქვა ბაიდენმა.

პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ყოფილი პრესმდივანი, რომელიც ჩართული იყო ბაიდენის 2020 წლის კამპანიაში, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი "აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს - იქცევა ისე, როგორც იქცეოდა რონალდ რეიგანი". მისი განმარტებით, ის თავად აჟღერებს იმას, რაც ყველამ იცის, თუმცა საუბარს ერიდებიან. 

ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა შესაძლოა, ასევე ასაკით ხნიერ - 76 წლის დონალდ ტრამპთან მოუწიოს. თუმცა, გამოკითხვებით, ამომრჩევლები ნაკლებად შეშფოთებულები არიან ტრამპის ასაკისა და გონებრივი შესაძლებლობების მიმართ.

სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ, რომელმაც უკვე ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, ასაკოვანი პოლიტიკოსების გონებრივი შესაძლებლობების შემოწმებაც კი მოითხოვა. მისი თქმით, ბაიდენმა შესაძლოა მეორე ვადის დასრულებამდეც ვერ მიაღწიოს. 

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში კაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

"საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა

აპრილის ბოლოს ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია. 

ბოლო გამოკითხვებში, ბაიდენის სავარაუდო კონკურენტების - რესპუბლიკელი კანდიდატების - დონალდ ტრამპისა და რონ დესანტის რეიტინგი თითქმის თანაბარია.

კომენტარები