ვიქტორ შენდეროვიჩი

ანტიპუტინისტი მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

ანტიპუტინისტი მწერალი, რუსეთის მიერ უცხოელი აგენტების სიაში შეყვანილი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს - ინფორმაციას დოიჩე ველე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბლოგერის ცნობით, შენდეროვიჩი სასაზღვრო კონტოლის ვერგავლის შემდეგ უკან, ისრაელში გააბრუნეს.  

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო ვიქტორ შენდეროვიჩის გამოსვლა - ერთი შენდეროვიჩის თეატრი. მწერალი უნდა ჩასულიყო ბათუმშიც. 

ტაბულა ვიქტორ შენდეროვიჩის არშემოშვების მიზეზის გარკვევას ცდილობს - უწყებების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები