ვიქტორ შენდეროვიჩი

ანტიპუტინისტმა მწერალმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო სარჩელი შეიტანა

ანტიპუტინისტმა მწერალმა, რუსეთის მიერ უცხოელი აგენტების სიაში შეყვანილმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ რუსი მწერალი და ჟურნალისტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"თვენახევრის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემიშვა ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, ორი სპექტაკლი ჩამიშალა, თბილისსა და ბათუმში. გადავწყვიტე პატივსაცემ ქართულ სახელმწიფოს შანსი მივცე გამოასწოროს ეს შეცდომა და შევიტანე სარჩელი". - წერს შენდეროვიჩი.

რუსი ანტიპუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში 2 ივნისს არ შემოუშვეს. შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის უკან ყოველგვარი ახსნის გარეშე დააბრუნეს.

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო ვიქტორ შენდეროვიჩის გამოსვლა - ერთი შენდეროვიჩის თეატრი. მწერალი უნდა ჩასულიყო ბათუმშიც.

კომენტარები