რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს 25 იანვარს სიტყვით მიმართავს.

31 მაისს გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიამ უკრაინას ახლახანს მიაწოდა Leopard 1 ტანკების შეიარაღება, ორი 8x8 HX81 სატვირთო და შვიდი დისტანციურად მართვადი THeMIS ქვეითი ჯარის მანქანა.

ოფიციალური ბერლინი იტყობინება, რომ უკრაინას დამატებით 64 ერთეულ Bandvagn 206 მუხლუხა მანქანასა და 66 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს.

გერმანიის მთავრობამ უსაფრთხოებისა და სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 10.5 მილიარდი ევრო გამოყო, რაც ძირითადად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში დაიხარჯება.

13 მაისს ბერლინმა უკრაინისთვის დახმარების €2.7 მლრდ-ის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც შედიოდა 18 ჰაუბიცა, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, 4 IRIS-T SLM ტიპის საზენიტო რაკეტა და 12 IRIS-T SLS გამშვები. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს 30 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს, ჯავშანტექნიკასა და სადაზვერვო თვითმფრინავებს.

კომენტარები