რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას €2.7 მლრდ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს უგზავნის

ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანია უკრაინას €2.7 მლრდ-ის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მოცულობითი პაკეტია, რომელსაც გერმანია უკრაინას გადასცემს.

დახმარების პაკეტში შედის 18 ჰაუბიცა, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, 4 IRIS-T SLM ტიპის საზენიტო რაკეტა და 12 IRIS-T SLS გამშვები. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს 30 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს, ჯავშანტექნიკასა და სადაზვერვო თვითმფრინავებს. 

"გერმანიის მხრიდან ეს ღირებული კონტრიბუცია, რაც დაუყოვნებლივ საჭირო სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკრაინის დახმარების საკითხს სერიოზულობით ვეკიდებით". - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა. მისივე თქმით, საზარელი ომის სწრაფად დასრულება ყველას სურს, თუმცა ჯერჯერობით ეს მოსალოდნელი არაა. პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის დასახმარებლად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება. 

კომენტარები