ლარის კურსი

ლარი დოლართან 4.24 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 5.45 თეთრით

ლარი დოლართან მიმართებით 4.24 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.45 თეთრით. 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6396 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8278 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო ევროსი - 2.89 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.65 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.


10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ ლარი დოლართან 15.66 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 8.48 თეთრით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

კომენტარები